ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო ავიაიერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა


    ღაზის სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებული საპასუხო ავიაიერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჯერ უცნობია 27 წლის დაღუპული მებრძოლი იყო, თუ მშვიდობიანი მოქალაქე.

     2 ნოემბერს, ღამის საათებში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათი რაკეტა ისროლეს. საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა" რვა რაკეტის განეიტრალება მოახერხა. ერთი რაკეტა კი ქალაქ სდეროთში, საცხოვრებელ სახლს დაეცა. თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა. საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორის მიმართულებით ავიაიერიში განახორციელა.

    ღაზის სექტორი და ისრაელის საზღვარზე ვითარება პირველ ნოემბერს, საღამოს საათებში დაიძაბა, როდესაც სასაზღვრო პუნქტთან პალესტინელები დემონსტრაციას მართავდნენ. საბოლოო ჯამში კი აქცია კვლავ შეტაკებით დასრულდა. არეულობის დროს 96 პალესტინელი დაშავდა.



скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv