მკვლელების ბანდა საბოლოოდ გაშიშვლდა! – რუსუდან შარაძე


      აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე მისი დისკრედაციისკენ მიმართულ კამპანიას შემდეგი შინაარსის სტატუსით ეხმიანება:
 
     ვუბრუნდები ჩემზე გავრცელებული ფეიკების თემას. არ მივაქცევდი ამდენ ყურადღებას, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ბევრი მეკითხება ერთიდაიგივეს - რატომ ახლა, ამ ვითარებაში? 

     მართლაც, რატომ ახლა? აშკარად, ახალი არაფერი ჩამიდენია. რა არ მიწერია, რა არ მიქნია, ვის არ შევჭიდებივარ, მაგრამ არასდროს, ჩემზე მსგავსი რამ არ მომხდარა. თავიდანვე, მამაჩემის მკვლელებმა, სააკაშვილის მეთაურობით, ჩემ მიმართ, სრული იგნორირების პოლიტიკა აირჩიეს და ეს ნამდვილად სწორი ნაბიჯი იყო (საწყალ „ოცნებაზე" დღეს ლაპარაკიც არ მსურს). 

     ახლა, რა ხდება? ხდება ის, რომ ყოველდღე, ფაქტებითა და მტკიცებულებებით დასტურდება - გურამ შარაძე ცამდე მართალი იყო! სააკაშვილის და ბოკერიას ბანდას სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული ქართული ეკლესიის, ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა თუ ღირსების წინააღმდეგ! ამას უკვე ადასტურებენ თვითმხილველები და მთავარი მონაწილენი. საერთოდ, რაზეა საუბარი, როდესაც თვით სააკაშვილი ხელს ადებს თვით ბოკერიას, ორივეს ერთად კი - მათი ყოფილი დაქალი და თანამოსაქმე - ნინო ბურჯანაძე. ამას ადასტურებენ საეკლესიო პირებიც (მაგალითად, დეკანოზმა კეკელიამ მოყვა, რა ხდებოდა 2004 წელს და არამარტო მაშინ). ან რა დადასტურება უნდა იმას, რასაც საკუთარი თვალით ვხედავთ და ყურით ვისმენთ?! 

     მკვლელების ბანდა საბოლოოდ გაშიშვლდა! რა თქმა უნდა, ამ ორომტრიალში, მამაჩემის სახელის ხსენებაც არაა და არც მიკვირს - დღეს, პოლიტიკური თუ ჟურნალისტური ასპარეზის 99% მეძავების ხელშია და ორადაა გაყოფილი. არცერთს არ აწყობს გურამ შარაძის ხსენება, რადგან ერთი მისი მკვლელია, ხოლო მეორე - ამ მკვლელების ხელისდამფარებელი. ჩემ მიმართ, ცილისწამებლურ კამპანიაში, მე არაფერ შუაში ვარ, ჯერ ამდენი არ „დამიმსახურებია". ეს ყველაფერი მამაჩემის წინააღმდეგ ხდება და განწირულის საქციელს ჰგავს. ხდება იმისთვის, რომ ჩემი დისკრედიტაციით, მისი პიროვნება, მკვლელობის მიზეზები, ასე ვთქვათ, გაანეიტრალონ. ამ დროს, პირიქით ხდება და მეც, აქამდე თუ თავს ვიკავებდი, რადგან არც ნიშნისმოგებით ლაპარაკი მიყვარს და არც ცეცხლზე ნავთის დასხმა, ახლა დაგბომბავთ გურამ შარაძის ინტერვიუებით. წაიკითხეთ, გაეცანით, გაიხსენეთ, რას ამბობდა სიტყვა-სიტყვით მამაჩემი.

     ასე რომ, ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო, რაც ხდება, ყველაფერი ღმერთით ხდება და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. გამძლეობას, სიმშვიდეს, სიკეთეს, სიხარულს და სიყვარულს გისურვებთ ყველას. უღრმესი მადლობა, რამდენს გყვარებივართ. ბედნიერი ვარ და მეც მიყვარხართ!"– წერს რუსუდან შარაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно