ერდოღანის მუქარას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა


     ამერიკული ბაზების დახურვის შესახებ ერდოღანის მუქარას შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა.

     მარკ ესპერის განცხადებით, საჭიროა თურქ კოლეგასთან შეხვედრა, რათა გაარკვიოს რამდენად სერიოზული იყო ერდოღანის განცხადება.

     პენტაგონის ხელმძღვანელმა  ისიც აღნიშნა, რომ ამერიკული სამხედრო ბაზების დახურვაზე მუქარის შესახებ მედიიდან შეიტყო.

     გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შტატების სენატის მიერ სომეხთა გენოციდისა და სანქციების დაწესების განხილვის გამო შესაძლოა ინჯირ-ლიკის ბაზა დახუროს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/150342