"საქართველოს მიერ წამოწეული სკანდალის გამო ბორდერიზაციაში დაგვადანაშაულეს" - მურატ ჯიოევი


     ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. ოკუპირებული რეჟიმის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი, მურატ ჯიოევი სააგენტო "რესსთან" აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად ხელიდან არცერთ შესაძლებლობას არ უშვებს, რის გამოც დასავლური ქვეყნები ცხინვალსა და რუსეთს ბორდერიზაციაში ადანაშაულებენ.

     "ცოტა ხნის წინ, საქართველოს მიერ წამოწეული სკანდალი, რომელიც უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის მიერ სოფელ ხუმთასთან და ტახტიძირთან განთავსებულ საინფორმაციო მაჩვენებელს უკავშირდება, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზეც გაგრძელდა. ევროკავშირის, ზოგიერთი დასავლური ქვეყნის და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წარმომადგენლები სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის კრიტიკას შეუდგნენ და ბორდერიზაციაში და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დარღვევაში დაგვადანაშაულეს", - განაცხადა მურატ ჯიოევმა.

     დეფაქტო მთავრობის წარმომადგენელი საერთაშორისო საზოგადოებისგან ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პოზიციის მოსმენასაც მოითხოვს.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно