რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად – გახარია


     რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად

     უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეს ის საფუძველია, რომელზეც შემდგომში უნდა დაშენდეს განვითარებული, წარმატებული სახელმწიფო და რომელმაც უნდა შექმნას ფუნდამენტური ბაზა იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეძლოს ვისაუბროთ ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

     „დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაციაც. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად და დღეს, ჩვენ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20 პროცენტზე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის მიწის ან ტერიტორიის შეზღუდვა, ეს არის ყველა სფეროს, პირველ რიგში, ადამიანის რესურსების თვალსაზრისით ჩვენ ვართ შეზღუდული 20 პროცენტით, ჩვენი ეკონომიკაა შეზღუდული კიდევ უფრო მეტად და ეს არის უკიდურესად მნიშვნელვანი, რომ ყველამ ერთად გავიზიაროთ.

     ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახროციელებელი სახელმწიფო დღეს უაღრესად პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის ფუნდამენტურ უფლების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

     გიორგი გახარია პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно