ესენი ერთმანეთს ნაბიჭვრებს ეძახდნენ გუშინ და დღეს ვითომ კოალიცია აქვთ – ვოლსკი


     ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ჭირი მოგვჭამა, წავიდა, აღარ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ედისონ რისერჩის" კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

     მისი თქმით, საჭიროა ქვეყანაზე ფიქრი და არა პარტიების რეიტინგებსა და პოლიტიკურ მანიპულაციებზე.

     „ისტორია გვიჩვენებს, რომ არც ერთმა კვლევამ არ გაამართლა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ „ქართულმა ოცნებამ" 40 პროცენტი ვერ აიღოს. „ქართული ოცნება" რომ არ იყოს და ვთქვათ, ვარ ნორვეგიელი ექსპერტი, რომ გადავხედოთ პროცესებს, ესენი ერთმანეთს ნაბიჭვრებს ეძახდნენ გუშინ და დღეს ვითომ კოალიცია აქვთ. უმრავლესობა რომც აიღონ, მთავრობას ვერ შექმნიან, ერთმანეთს დახოცავენ, რომც შექმნან, იმდენად არასტაბილური იქნება, რომ ქვეყნის სტაბილურობას დაანგრევენ და განვითარებაზე საუბარი ვერ იქნება. კეთილი უნდა ინებოს „ქართულმა ოცნებამ” და მეტი რესურსი მოიძიოს, უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რომ საზოგადოებაში მხარდაჭერა ჰქონდეს", – განაცხადა გია ვოლსკიმ.




скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно