,,ის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხარეებს არ წარმოადგენენ, თქვენი მოსაზრებაა"– დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი


        ის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხარეებს არ წარმოადგენენ, თქვენი მოსაზრებაა – ამის შესახებ აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

      ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ არასწორი უწოდა პოზიციას, რომ რომ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაში უნდა იყოს მხოლოდ ორი მხარე, რუსეთი და საქართველო.
 
     „რაც შეეხება შეთანხმებას, ის, რომ მხარეები მხოლოდ საქართველო და რუსეთი არიან, არასწორი მიდგომაა. მხარე ორი არ არის, მონაწილეობს საქართველო, რუსეთი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ეს გარემოებები მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. ვინაიდან ჩვენ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, საქმე უნდა ეხებოდეს ჯერ ყველა მხარის მიერ ზეპირი განცხადების მიღების შესაძლებლობას, ეს სწორი იქნება. ის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხარეებს არ წარმოადგენენ, თქვენი მოსაზრებაა. შეიძლება ვთქვათ ხალვა, მაგრამ ამის გამო პირში ტკბილი გემო არ გექნება. რა შუაშია რუსეთი? მოდით, გავიხსენოთ რა მოხდა -1992 წელს ომი ვის შორის იყო? თქვენი სიმართლე დარჩეს თქვენთან", – განაცხადა დაურ კოვემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно