თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მიერ გაცემული დაპირებები არის პირნათლად შესრულებული"– კობახიძე


       „ადამიანის უფლებების დაცვა არის ჩვენი უმთავრესი მონაპოვარი და ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ,არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ეს მიღწევა, არამედ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები”,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლის გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა იყო დემოკრატია.

      ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება და ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის ბევრი რამ კეთდება. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად და ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებისთვის. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, სწორედ ამას ემსახურება რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა.

      „ჩვენ გვქონდა შარშან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მთელს რეგიონში ევროპის მაშტაბით, რაც არის ძალიან კარგად გააზრებული პოლიტიკის შედეგი რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება". ასევე ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანები იქნეს მიღწეული იმისათვის რომ განვამტკიცოთ სატაბილურობა ჩვენს ქვეყანაში და ამისკენ არის მიმართული ის ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება და ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი რაციონალური და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, რომლის წყალობითაც ჩვენ თვისებრივად ავამაღლეთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

      სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის განვითარებისა და გაძლიერების და ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოს შესახებ ისაუბრა. 
      „დღეს, ორი წლის თავზე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს მიერ გაცემული დაპირებები არის პირნათლად შესრულებული. მაშინ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ საჭირო იყო პარტიის გაძლიერება, მისი ცენტრალური რგოლის გაძლიერება და ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ჩვენი პარტიის ცენტრალური სტრუქტურები მოგვეწესრიგებინა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაშინ რეგიონულ სამსახურზე და ამ სამსახურის, ისევე როგორც, მთლიანად ცენტრალური რგოლის გაძლიერებამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი პარტიის საარჩევნო წარმატებაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
 
     ასევე, ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება და განვითარება, ამ მიმართულებითაც მაშინ ბევრი რამ გაკეთდა და ამანაც განაპირობა, რა თქმა უნდა, ჩვენი საარჩევნო წარმატება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პარტიის პოლიტიკური გუნდის განახლება, მათ შორის საპარლამენტო გუნდის განახლება და ამანაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
     
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно