„ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი" მარგველაშვილი


     პრეზიდენტმა ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, წელს პრეზიდენტი აჯილდოვებს ასი წლის და ას წელზე უფროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

     „ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობისა და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც ემუქრებოდა კაცობრიობას.

     თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას იღებდა, დიდი მადლობა და პატივისცემა. წელს ჩვენ ვაჯილდოვებთ ასი წლის და ას წელზე უფრო უფროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

     მათ დაამარცხეს არამხოლოდ ფაშიზმი, მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ამ ბრძოლაში" - განაცხადა პრეზიდენტმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно