,,ივანიშვილის მიზანი ეკლესიის დაკნინება და მიწასთან გასწორებაა" – სააკაშვილი ბერას ახალ კლიპს აფასებს


      საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბერა ივანიშვილის ახალ კლიპს სოციალურ ქსელში აფასებს. 

     სააკაშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი მას ეკლესიაზე და პატრიარქზე აგრესიული დამოკიდებულების გამო დაამახსოვრდა, რომლის მიზანიც ეკლესიის დაკნინებაა და ბერა კი ამ ყველაფერს რეპით გამოთქვამს.
 
     ,,ბერა ივანიშვილი,რომელიც მთავარი "დამკრიშავია"კლუბური ნარკოტიკის თბილისში, ამჯერად საქართველის ეკლესიას დაესხა თავს,თავის უნიჭო კლიპში.ივანიშვილთან რამდენიმე შეხვედრა იმით დამამახსოვრდა,რომ ძალიან აგრესიულობდა ეკლესიაზე და პატრიარქზე.ახლა მისი მთავარი სპიკერი რეპით გამოთქვამს ამ ყველაფერს.ივანიშვილის მთავარი მიზანი საქართველოს უკლებლივ ყველა ინსტიტუტის დაკნინება და მიწასთან გასწორებაა.მის სამიზნეთა სიაში ეკლესია ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.ახლა ,პრინციპში,ამას უკვე ღიად ამბობენ.

     სპეციალურად ვაშეარებ კლიპს... ამ საცოდაობის ავტორის მამა ოცნებობს საქართველოს ოფიციალურად პრეზიდენტად მოევლინოს შემოდგომაზე.ამჯერად,ეს ოცნება ოცნებად დარჩება და აღარ გადაიქცევა ქართველი ერის კოშმარად,"–წერს სააკაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно