შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა


     შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 22 ივლისს, ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1998 წელს დაბადებულ თ.მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

     სამართალდამცველებმა, ნ.ა. 24 ივლისს, ახალციხეში დააკავეს.

     გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно