ირანის მოქალაქეებს 2 კილომდე ნარკოტიკული ნივთიერება სადახლოს გავლით შემოჰქონდათ


     ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა 2 კილოგრამზე მეტი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება სადახლოზე აღმოაჩინეს.

     4 ოქტომბერს, 2,064.5 კგ. ნარკოტიკული ნივთიერება ჰაშიში აღმოაჩინეს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო". ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ა.ს.ს-სა და ს.ა-ს სხეულის სკანერის მეშვეობით, ფიზიკური დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერება ჰაშიში (996.5 გრ, 1068 გრ. ჯამურად, 2,064.5 კგ.) გამოავლინეს.
 
     საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно