სურამში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს


     დაბა სურამში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი- ფიცარი იყო განთავსებული.

     მძღოლმა ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც სოციალური ჭრის მიზნით, მესტიის მუნიციპალიტეტში იყო გაცემული და რეგიონის საზღვრებს გარეთ, ხე-ტყის ტრანსპორტირებას კრძალავდა. ვინაიდან, სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება იმ მუნიციპალიტეტების ჯგუფის ან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სოციალური ჭრის წესით ხე-ტყის დამზადება, აკრძალულია.

     ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно