,,ვინჩესტერი" ნახევრად ამოღებული აქვს ჩასადებიდან, ... და იქ აღესრულა”– დოდო გუგეშაშვილმა ტრაგედიის დეტალები გაიხსენა


     დოდო გუგეშაშვილმა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა ,,ახალ კვირაში” ისუბრა და ის დეტალები გაიხსენა, რომელიც მძიმე ემოციური შოკის შემდეგ არ ახსოვდა.


     გუგეშაშვილი იხსენებს, რომ მკვლელმა პირველად მის შვილს ესროლა, რა დროსაც მის განეიტრალებას სკამით შეეცადა, ამის შემდეგ, კი მას ესროლა, ამის შემდეგ კი იგი შვილის გადარჩენის მიზნით სადარბაზოში გაიქცა.


     გუგეშაშვილმა იმ იარაღზეც ისაუბრა, რომელიც მის შვილზე იყო რეგისტრირებული და საბედისწერო წუთებში ნოდარ გუგეშაშვილმა გასროლა ვერ მოახეხა. 


     ,,მეორე მხარეს სადაც მკვლელი, იდგა მის ფეხებთან იყო ჩემი შვილი, ანუ იატაკზე გაზსა და კედელს შორის ჩემკენ. მკვლელი ცდილობდა მისთვის თავში ესროლა. მე როდესაც ეს დავინახე სკამით მოვაშორე. ჩემთან სახლში იყო ჩემი ვაჟის გაფორმებული ,,ვინჩესტერი.” როცა მან უკვე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ჩემ ბიჭს, ნოდარი არის ისევ საძინებელში შევარდნილი... ,,ვინჩესტერი" ნახევრად ამოღებული აქვს ჩასადებიდან, ტყვიები ცალკე ედო და იქ აღესრულა”– განმარტავს გუგეშაშვილი.


     როგორც გუგეშაშვილმა აღნიშნა მკვლელის იარაღს კუსტარული მაყუჩი ჰქონდა, რა დროსაც იარაღი იჭედებოდა.


     ,,მან იცოდა, როგორ მოეკლა ადამიანი, მაგრამ ჩემი აზრით, კუსტარული მაყუჩი ჰქონდა და ალბათ ვერ გაითვალისწინა, რომ მიჯრით არ ისვრის"–აღნიშნავს თადარიგის პოლკოვნიკი.


     გუგეშაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ გაჭედილი იარაღიდან ვაზნის ამოსაღებად თავდამსხველი სავარაუდოდ ხელთათმანს მოიხსნიდა, რა დროსაც მისი დნმ–ის კვალი, შესაძლოა გამოძიებას საქმის გახსნაში დაეხმაროს.

 

 

 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно