შსს–მ სვანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო


     შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული გ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

     შსს-ს ცნობით, დანაშაული სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     „სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის „აკ-74”-ის მოდელის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სამი მჭიდი, 72 საბრძოლო ვაზნა და სანადირო თოფი.

     გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს", – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно