პოლიციამ კასპში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი


     შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ჯ.ფ. და 1986 წელს დაბადებული ზ.ბ., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სოფელ აღაიანში, ცხელ კვალზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის 24 აპრილს კასპის რაიონის სოფელ ფერმაში ყაჩაღურად თავს დაესხნენ ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს, იარაღის მუქარითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ფული, ოქროს სამკაულები და სხვა ნივთები გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

     პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გატაცებული ოქროს სამკაულები თბილისში მდებარე ერთ-ერთი „ოქროს ბირჟიდან" ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი, ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთების ნაწილი, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

     ჯ.ფ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება და გადაჭრილი სანადირო თოფი.

     გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ" ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლით მიმდინარეობს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно