საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


     საპატრიარქო 17 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგს ავრცელებს:
 
10:00  დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში (გარეთ დამონტაჟებული იქნება მონიტორები)
11:30  მოხდება გვარების შეკრება ფილარმონიასთან
12:00  დაიწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა ვარდების მოედნიდან
12:00 პარალელურად, წირვის დასრულების შემდეგ ქაშუეთთან დაილოცება მრავალშვილიანი (ექვს შვილიანი) ოჯახები
13:00 ქაშუეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება ვარდების მოედნიდან მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ,  სადაც დაახლოებით 14:00 საათზე მისი უწმინდესობა დახვდება მათ, გადახდილი იქნება სამადლობელი პარაკლისი და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно