ავსტრიული კომპანია საქართველოში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის აწყობისთვის აქტიურ სამუშაოებს იწყებს


     ავსტრიული საქართველოში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის აწყობისთვის აქტიურ სამუშაოებს იწყებს. კომპანიის წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრებს თბილისში მართავენ და ტექნიკურ დეტალებს ათანხმებენ.

     საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, შალვა ხუციშვილთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდება სსმს-ს, "დელტასა" და "როზენბაუერს" შორის. რამდენიმე თვეში კი პირველი სახანძრო-სამაშველო მანქანა აეწყობა.
     
     ავსტრიულმა მხარემ სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" ბაზაც დაათვალიერა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ყველაფერი მზადაა აქტიურ სამუშაო პროცესის დასაწყებად.

     ,,როზენბაუერის” მიერ "დელტას” ბაზაზე ტექნიკის წარმოების გადაწყვეტილება 1 თვის წინ, ავსტრიაში გიორგი მღებრიშვილსა და კომპანიის დირექტორ, დიტერ სიგელს შორის შეხვედრისას იქნა მიღწეული.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно