ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანოს რესტავრაცია ჩაუტარდა


      ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის პანოს, რესტავრაცია ჩაუტარდა.

     12 მეტრის სიგრძის და 3 მეტრის სიმაღლის 1080 ფილიანი ისტორიული პანო პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავითაა შესრულებული. სარესტავრაციო სამუშაოები განახორციელა პორტუგალიურმა კომპანიამ Teixeira Duarte.

     ქალაქ ლისაბონის გრასას ეკლესიაში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი XVIII საუკუნის უნიკალური პანოს რესტავრაცია კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.
 
 
 
 


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно