,,ბიზნესის განხორციელება არ უნდა მოხდეს ქალაქის იერსახის ხარჯზე"– კალაძე


      ,,ბიზნესის განხორციელება არ უნდა მოხდეს ქალაქის იერსახის ხარჯზე,"– ამის შესახებ კახა კალაძემ საფეხმავლო ხიდებზე განთავსებულ სარეკლამო აბრებთან დაკავშირებით განაცხადა.  
 
     დედაქალაქის მერმა საფეხმავლო ხიდების მოუხერხებლობაზე გაამახვილა ყურადღება და შესაბამის სამსახურებს ახალი პროექტების შემუშავება დაავალა.
 
      ,,მინდა ერთ თემას შევეხო, ეს არის სარეკლამო აბრები, განსაკუთრებით კახეთის გზატკეცილზე, რომელიც არის განთავსებული და მე მგონია, რომ ამახინჯებს იერსახეს. მხედველობაში მაქვს ისეთი სარეკლამო აბრები, როგორც გადასასვლელი ხიდების კონსტრუქციებია, ანალოგიურ კონსტრუქციებზეა მოწყობილი მთლიანი გზის სიგრძეზე, რაც ვფოქრობ ძალიან ცუდია და ეს ყველაფერი უნდა იქნეს მოწესრიგებული. მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ კომუნიკაცია მოხდეს ბიზნესთან, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ. რა თქმა უნდა ჩვენ არ უნდა დავაზიანოთ ბიზნეს ინტერესები, მაგრამ ბიზნესის განხორციელებაც არ უნდა მოხდე ქალაქის იერსახის ხარჯზეც. 
 
     თვითონ საფეხმავლო ხიდებიც კონსტრუქციაც ვიზუალურად ცუდია და მგონია, რომ იქნებ ისეთი პროექტები შევიმუშავოთ, რომელიც ვიზუალურადაც ლამაზი იქნება და ასვლა–ჩამოსვლა მოსახერხებედლი. დღეის მდგომარეობით შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვისაც შეუძლებელია ამ ხიდებით სარგებლობა. გავალებთ, რომ ძალიან მალე შემუშავებული იყოს კონცეფცია, თუ როგორი უნდა იყოს ეს ხიდები"– აღნიშნა კახა კალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно