,,საპარკინგე ადგილებზე ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობა, რაც სწორი არ არის"– კალაძე


     ყველა მოქალაქეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს მუნიციპალური პარკირების ადგილებით, – ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, განაცხადა.
 
     კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს დაავალა აღნიშნულზე კანონის შესაბამისად რეაგირება მოახდინოს. 

     „ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ მისაბმელიანი მანქანები უყენიათ საპარკინგე ადგილებზე და იქ აქვთ მოწყობილი, ხშირ შემთხვევაში რაღაც ტურისტული კომპანიები, ზოგჯერ ვიზების გაცემაც ხდება, ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობა. პარკინგი თავისი შინაარსით არის იმისთვის, რომ მოქალაქემ ისარგებლოს და პარკირება განახორციელოს.
 
     კანონით თუ მივუდგებით, მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდულია. ჩვენ ძალიან ბევრი ადგილი გვაქვს ქალაქში, სადაც შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რამე ხარვეზი გამონახონ კანონში ამ თვალსაზრისით და შეუძლიათ მისაბმელიანი ავტომობილით დადგნენ და ეკონომიკური საქმიანობა გასწიონ, ეს ასე არ არის. კანონი გავალდებულებთ, რომ გამოწეროთ ჯარიმები და განახორციელეთ ეს დაჯარიმებები, რათა აღნიშნული პრობლემა მოწესრიგდეს", – მიმართა თბილისის მერმა ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно