იუსტიციის სახლებში რიგი სერვისების მიწოდება შეფერხდა


     კომპანია „სილქნეტის" ინფორმაციით, ინტერნეტ პროვაიდერის კუთვნილი ცენტრალური მაგისტრალური სადენი მექანიკურად დაზიანდა. კაბელის დაზიანების გამო, თბილისის იუსტიციის სახლს ინტერნეტის მიწოდება დღეს 10:53 საათზე შეუწყდა, რის გამოც რიგი სრევისების გაცემა შეფერხდა. კერძოდ, საუბარია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, ნოტარიუსთა პალატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ზოგიერთ სერვისზე.

     საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იუსტიციის სახლთან ერთად, პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო და სისტემა ალტერნატიულ სერვერებზე გადაირთო. ამჟამად მიმდინარეობს ასევე სისტემის გადართვა დუბლირებულ ქსელზე, რის შემდეგაც სერვისების მიწოდება ეტაპობრივად აღდგება. რიგი სერვისების გაცემა უკვე დაიწყო.

     რაც შეეხება ინტერნეტ პროვაიდერს, კომპანიის მესსსვეურები აცხადებენ, რომ ასევე აქტიურად მუშაობენ ხარვეზის ღმოსაფხვრელად და ეცდებიან მოკლე დროში აღუდგინონ იუსტიციის სახლს ინტერნეტის მიწოდება.

     იუსტიციის სახლის მომხმარებელს ბოდიშს უხდის შექმნილი უხერხულობის გამო და იმედოვნებს, რომ პროვაიდერი უმოკლეს დროში შეძლებს პრობლემის აღმოფხვრას.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно