ქართველმა სამხედროებმა Runmageddon Kaukaz 2018-ში მიიღეს მონაწილეობა


     საქართველოსა და პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, ყაზბეგში ექსტრემალური წინაღობების მარათონი - ‘Runmageddon Kaukaz 2018’ გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების, ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებტან ერთად ასპარეზობდნენ.

     ღონისძიების საქართველოში გამართვის ინიციატივა პოლონეთის სპორტული დაბრკოლებების ორგანიზაციას ‘RUNMAGEDDON’ ეკუთვნის. მარათონი საშეჯიბრო ფორმატში სხვადასხვა დისტანციაზე ბარიერების გადალახვას ითვალისწინებდა.

     ღონისძიების მიზანს სპორტის სფეროში საქართველოსა და პოლონეთს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა. მარათონს ეროვნულ დონეზე კოორდინაცია გაუწია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно