2-3 ძროხის მეპატრონეს საფასურის გადახდა არ მოუწევს– სეს–ი


     ,,გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორი-სამი ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება, სინამდვილეს არ შეესაბამება"- ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

     სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს სურსათს.

     სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა. აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება.

     რეგულაციის მთავარია მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით.

     აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვასა და დაცვას.

     ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და რეკომენდაციებს გაუწევენ.
 
     სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა მოუწევს, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно