საბრძოლო მომზადების დონის შენარჩუნების მიზნით გეგმიური წვრთნა ჩატარდა


     საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი" ასეულმა გეგმიური სწავლება ჩაატარა. საბრძოლო მომზადების დონის შენარჩუნების მიზნით, ქვედანაყოფს ერთკვირიანი სროლები ვაზიანის პოლიგონზე ჰქონდა.

     მე-12 ბატალიონის „ჩარლი" ასეული ნატოს რეაგირების ძალების (NRF) სრულუფლებიანი წევრი იანვრიდან გახდა. ნატოს მეორე დონის შეფასების შემდეგ, ქართულ ქვედანაყოფს ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) სერტიფიკატი აქვს მინიჭებული.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно