მე-12 კლასელთათვის გამოცდები გაუქმდა


      გამოსაშვები გამოცდები გაუქმებულია - „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდა. პარლამენტმა მთავრობის ინიციატივას კენჭი, დღეს მეორედ უყარა. გამოცდების გაუქმებას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, რვა კი წინააღმდეგი წავიდა.

     „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილების ჩავარდნა პარლამენტში რიგგარეშე სესიის დანიშვნის მიზეზი გახდა. მთავრობის ინიციატივა კენჭისყრაზე დღეს ხელახლა დადგა.

     ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ არავითარი ტექნიკური შეცდომა არ მომხდარა და მმართველმა გუნდა ეს ნაბიჯი გამიზნულად გადადგა.

     პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე პარასკევს ჩააგდო.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно