არაფერი შეიძინოთ ,,გორგიაში", აფერისტების და არაკვალიფიციურ ,,ადამიანთა" ჯოგი მოგემსახურებათ...


      ფეისბუქმომხმარებელი ჰიპერმარკეტ ,,გორგიაში" მომხდარი ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
 
     ,,ჰიპრმარკეტ გორგიას სინამდვილეში მათხოვრების ჰიპერმარკეტს ყველაზე არაკვალიფიციური (ყველა არა!) პერსონალი ჰყავს და თავად ნამდვილად მათხოვარი კომპანიაა.

     ,,გორგიაში" გარანტიით შევიძინე 9 ლარიანი ნათურები მთელი სახლისთვის. 3 წლიანი ,,გარანტია" მომცეს. იმაზე არ გავამახვილებ ყურადღებას, რომ უხარისხოა და საკმაოდ ხშირად იწვება. როდესაც კი მივდივარ, არასროს არ აქვთ მარაგში იგივე პროდუქცია. სულ ცდილობენ დაბალ ფასიანი ალტერნატიული პროდუქტი შეაპარონ მომხმარებლებს...

     დღეს ვიყავი დიდუბის ,,ფილიალში", უპირველესად ვსვამ კითხვას საიდან მოგყავთ ასეთი ერთუჯრედიანი კონსულტანტები? ლამის 1 საათი მალაპარაკეს, 9 ლარიან ნათურის მაგივრად იაფფასიანს მტენიდნენ, თუ კარგია ძვირიანში გამიცვალეთთქო. ამას წინათ, რომ არ ჰქონდათ კეთილსინდისიერმა კონსულტანტმა შედარებით მეტ ფასიანში გადამიცვალა. ეხლა კატეგორიულად გამისავსავეს ხელი, არა როგორ შეიძლებაო. მე რომელმაც ბევრი რამე მოვიკელი და 9 ლარიანი ნათურა ვიყიდე რატომ უნდა ვიზარალო? როდესაც ვუთხარი, რომ ვინმე ზემდგომისთვის შევეხვედრებინე ერთუჯრედიანმა კონსულტანტმა მითხრა, რომ არ შეიძლებოდა.მენეჯერთან შეხვედრა, რომ მოვითხოვე მითხრეს, რომ საერთოდ არ იყო. უკმაყოფილო მომხმარებელს, არ მაქვს უფლება შევხვდე ვინმე ადეკვადურ ადამიანს? კატეგორიულად, რომ მოვითხოვე როგორც იქნა მოიყვანეს მენეჯერი, რომელმაც სხვებთან შედარებით იცოდა ადამიანებთან ურთიერთობა. მის წინ ვამხილე ის ადამიანი, რომელიც მეუბნებოდა, რომ მენეჯერთან არ მქონდა შეხვედრის უფლება. მენეჯერის წინ უტიფრად უარყო! რაზეც ვუპასუხე, რომ კამერის ჩანაწერები არსებობს. საბოოოდ მაგ მათხოვარმა კომპანიამ მაინც იაფფასიანი ნათურა გამომატანა, ოღონდ მენეჯერმა ახლიდან მომცა 3 წლიანი გარანტია. 9 ლარიანი ნათურა იმიტომ ვიყიდე, რომ შედარებით დამესვენა და ყოველ წამს არ გაფუჭებულიყო. 3 წლიანი გარანტია, რომ მომეცით კეთილი უნდა გენებათ და ზუსტად იგივე გამოგეტანებინათ ან თანხა დაგებრუნებინათ. გუგლში გავეცანი გორგიას შესახებ ინფორმაციას და ჩემთვის ყველაფერი ნათელია:) მათხოვარი ხალხი სხვანაირად ვერ მოიქცევიან!...
 
     პ.ს. არაფერი შეიძინოთ ,,გორგიაში", აფერისტების და არაკვალიფიციურ ,,ადამიანთა" ჯოგი მოგემსახურებათ...- წერს ფეისბუქმომხმარებელი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно