"მე ვარ გარანტი, რომ ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება" – კვირიკაშვილი


     "მე ვარ გარანტი, რომ ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება,"– აღნიშნული განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

      კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ მკაცრი, ხოლო მომხმარებლების მიმართ შედარებით ჰუმანური დამოკიდებულება ექნება.

      ,,ის რომ სახელმწიფოს ექნება ერთის მხრივ ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოზიცია და იქნება გაცილებით უფრო ჰუმანური მომხმარებლების მიმართ არაერთხელ მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ ვადასტურებ. მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ! ჩემო შვილებო! ჩემო მეგობრებო! ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდებო! თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. მე პირადად ვარ იმის გარანტი ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. სწორედ ეს არის ერთ–ერთი იმ უდიდეს მონაპოვართაგანი, რომლითაც ჩენი ხელისუფლება სრულიად სამართლიანად ამაყობს"– განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

        კვირიკაშვილის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ, რათა გამოხატვის უფლება დაცული იყოს.

      ,,ის, რომ ადამიანის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია  გასული საათების მანძილზე დადასტურდა. სამართალდამცავი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეუზღუდავად შეძლოთ აზრის გამოხატვა. ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფო მოწოდებულია და ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლების დასაცავად. კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩის მცდელობა. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები, ნებისმიერი დაპირისპირების შესაძლო პრევენციის მიზნით,"– განაცხადა პრემიერმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно