„არ დავუშვებთ, რომ აფხაზებმა ან რუსებმა წამოაყენონ ულტიმატუმი"–სესიაშვილი


     არ დავუშვებთ რომ აფხაზებმა ან რუსებმა წამოაყენონ ულტიმატუმი - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, აფხაზების მიერ გალის ფორმატის შესაძლო დატოვების შესახებ გააკეთა.

     „არ დავუშვებთ, რომ აფხაზებმა ან რუსებმა წამოაყენონ ულტიმატუმი, იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არამხოლოდ დანაშაულზე პასუხი უნდა მოვითხოვოთ, არამედ  ჩვენი პრინციპულობით უნდა მოვახდინოთ პრევენცია, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დაცული იყვნენ, ოკუპანტებმაც და ცხინვალისა და აფხაზეთის ე,წ. ხელისუფლებამაც კარგად იცოდეს, რომ ჩვენ ასეთ არაადამიანურ და არაკანონიერ მოქმედებებს არ დავუშვებთ და არ გავატარებთ"-განაცხადა სესიაშვილმა.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно