ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის „ათონი - პატრიარქის გაზაფხული" პრეზენტაცია გაიმართა.
„ათონი - პატრიარქის გაზაფხული" ასახავს 2004 წელს ათონის მთაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ვიზიტს.
გამოცემის ავტორია "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს” გენერალური მდივანი, ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ზვიად ჭუმბურიძე, რომელიც 2003-2007 წლებში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იყო საბერძნეთის რესპუბლიკაში.
წიგნი, რომელიც ფოტოალბომის სახით გამოვიდა, აერთიანებს ელჩის პირად მოგონებებს ისტორიული ვიზიტის შესახებ და უნიკალურ ფოტომასალას.