ირაკლი კობახიძე თბილისის მერ კახა კალაძესთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ფიფას პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს შევხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ფეხბურთის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, მათ შორის, დაგეგმილ, საერთაშორისო სტანდარტების ახალი სტადიონის მშენებლობის საკითხს, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი. ასევე, განვიხილეთ საქართველოს განაცხადი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობაზე.
ჯანი ინფანტინომ, რომელიც საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, ის ობიექტები მოინახულა, რომლებიც ფიფას დაფინანსებით შენდება.
ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს სიმბოლური საჩუქარი, ფიფას მაისური გადმოსცა.
