გავაგრძელებთ მუშაობას ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან შეზრდილი ბიზნესის დასასანქცირებლად"- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის ქინება სანქცირების შემდეგ ტოტალურად გაუფასურდა.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გუშინდელი სანქციების გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ივანიშვილი ემსახურება რუსულ ინტერესებს და რუსულ სარგებელს და ისაა რუსული გავლენის აგენტი, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და ევრო-ატლანტიკურ მომავალს. სწორედ ესაა სანქციების საფუძველი, რომელიც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა დააწესა ე.წ. OFAC-ის მექანიზმის ანუ საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის გამოყენებით. დასანქცირდა ივანიშვილის აქტივები ამერიკაში. მას აეკრძალა ნებისმიერი აქტივის ლეგალურად გაყიდვა, იქნება ეს უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები თუ ფერწერული ტილოები. შავ ბაზარზე მათი გაყიდვის შემთხვევაში, კი მათი ღირებულება საბაზრო ღირებულების 10%-აც კი არ შეადგენს. ანუ ივანიშვილის ქონება სანქციების შედეგად ტოტალურად გაუფასურდა. ივანიშვილი ვერ განახორციელებს ვერცერთ ფინანსურ ტრანზაქციას ამერიკულ დოლარში. უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო გადარიცხვა საქართველოდან წარმოებს ამერიკული ბანკების (ძირითადად კი სითიბანკის გავლით), რომელიც ავტომატურად დაბლოკავს ასეთ ტრანზაქციას. OFAC-ის სანქციები მოიცავს მეორად ეფექტს ანუ იურისდიქციას, რაც გულისხმობს, რომ შესაძლოა, დასანქცირდეს ნებისმიერი მესამე პირი ან ორგანიზაცია, რომელიც შევა ფინანსურ ურთიერთობაში ივანიშვილთან. თუ მაგალითად, ნებისმიერი ქართული ბანკის გამოყენებით ის გადარიცხავს ფულს, ბანკიც დგება სანქციების რისკის ქვეშ. ეროვნული ბანკის ან ნებისმიერი კომერციული ბანკის მხრიდან სასანქციო რეჟიმის დარღვევა უდიდეს დარტყმას მიაყენებს ქართულ საბანკო სისტემას, რასაც კატასტროფული შედეგები ექნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ივანიშვილს ასევე დაებლოკა წვდომა სინგაპურს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისაღებ ასეულობით მილიონ დოლარზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაქცია სრულ ფინანსურ იზოლაციაში.
„რამდენი ქეშიც არ უნდა შემოეპარებინა ოფშორებიდან საგანგებოდ მიღებული ოფშორების კანონის შედეგად, მას უკიდურესად გაუჭირდება ამგვარი იზოლაციის პირობებში ხანგრძლივად ოპერირება. ასევე მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მისი ოჯახის წევრების დასანქცირებაზე, რომ ივანიშვილმა ვერ შეძლოს მათ გამოყენებით სანქციებისთვის თავის არიდება. და ბოლოს, ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან შეზრდილი ბიზნესის დასასანქცირებლად. ეს არის სწორედ ის მომენტი, როცა თუ პატრიოტული შეგრძნებები არა – თვითგადარჩენის ინსტინქტით მაინც ბიზნესი სრულად უნდა გაემიჯნოს სანქცირებულ პარიად ქცეულ ივანიშვილს. მადლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ზუსტად ერთი თვეა, დგას რუსთაველზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ეს უპირველეს ყოვლისა, თქვენი დამსახურებაა. მადლობა ასევე სამოქალაქო სექტორს, რომელიც პოლიტიკური პარტიების პარალელურად, ასევე დაუღალავად მუშაობდა ივანიშვილის სანქცირების საკითხზე. ჩვენმა საერთო შრომამ და ძალისხმევამ შედეგი გამოიღო”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
აქტუალური
ვიდეო
ანალიტიკა
სხვადასხვა
ედიშერ გვენეტაძე: ამის უყურადღებოდ და დაუსჯელად დატოვება არ შეიძლება!
29-01-2025, 12:28
ლიტვაში საქართველოს საელჩოს შენობას ახალი სახელწოდება ამშვენებს
8-05-2018, 10:57