საქართველო, ევროპული იდეისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, არ იმსახურებს ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას - ყაველაშვილი


     სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში საქართველო უსამართლო თავდასხმის სამიზნე გახდა ჩვენი არაერთი ევროპელი პარტნიორის მხრიდანაც, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

     ყაველაშვილის თქმით, ორმაგი სტანდარტი ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებს, ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას არ იმსახურებს.

     „განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ეს იმ სივრციდან, რომლისკენ სვლა ქართველმა ხალხმა სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, კანონის უზენაესობის დაცვის, ეროვნული იდენტობისა და სუვერენულობის შენარჩუნების იმედით გადაწყვიტა. ორმაგი სტანდარტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით, ფაქტობრივად, ყოველდღიურობად იქცა, სამწუხაროდ, ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებს და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას. საქართველო, ევროპული იდეისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, არ იმსახურებს ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას. უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას და გაძლიერებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.