ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო


     საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო.

     უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთნ, აბდულა არიპოვთან და დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

     ირაკლი კობახიძე უზბეკეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც გაიმართება შეხვედრები უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან, პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოს საკანონმდებლო პალატის სპიკერსა და სენატის თავმჯდომარესთან.

     ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.