,,საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე სააკაშვილს 9 წელი მიესაჯა, ამ გადაწყვეტილებას კი ხმაურით შეხვედრია დარბაზში მყოფები. აი, კიდევ ერთ-ერთი დადასტურება იმისა, რატომ ბედავდა პრეზიდენტის სავარძელში გართხმული კრიმინალი ბიუჯეტის შეჭმას,"- ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი წერს.
მისი თქმით, სააკაშვილის მხარდამჭერებმა აღნიშნულ საქმეს "პიჯაკების საქმე" დაარქვეს, კანონმა კი ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება მისცა.
,,შვილის უცხოეთში სწავლის დაფინანსება, საყვარლებისთვის ძვირადღირებული საჩუქრები, სამკაულები, მასაჟები, "ფერწერული" ტილოები, გადაფრენები თუ გადმოფრენები. მისმა მხარდამჭერებმა და მომწონებლებმა კი ამას "პიჯაკების საქმე" დაარქვეს, კანონმა კი ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება მისცა და მილიონების ფლანგვის გამო სააკაშვილს 9 წელი მიუსაჯა. ახლა რამდენ რეზოლუციას თუ განცხადებას გამოაგზავნიან მისი ლობისტი უცხოელები ნაკლებად საინტერესოა, ძალიან დაგვავალებენ თუ გვეტყვიან მათ პრეზიდენტს ასეთი შემთხვევის არსებობის დროს როგორ ეპყრობიან,"- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
