"ახლა რომელმა "დიფ სთეითმა" დაურეკა, "ნაცების" გასამართლება-აკრძალვაზე რომ თქვა უარი "ქართულმა ოცნებამ?" - ლილუაშვილი


     ამ ადამიანის საზღვარზე შეჩერების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობა და ამ ნაწილში, არსებობდა შეჩერების მექანიზმები," - ეს განცხადება პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოშვებასთან დაკავშირებით გააკეთა, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სრულ პასუხისმგებლობას მაშინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს.

     ბექა ლილუაშვილი გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას იმის შესახებაც, რომ გიორგი გახარია "დიფ სთეითის" დავალებით მოქმედებს.

     "ახლა რომელმა "დიფ სთეითმა" დაურეკა, "ნაცების" გასამართლება-აკრძალვაზე რომ თქვა უარი "ქართულმა ოცნებამ"? ახლა ვინ დაურეკა და ვინ გადააწყვეტინა ამის გაკეთება?" - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.



წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/311869