დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით - შიდა ქართლის პოლიციამ ფარულად გადაიღო ფაქტი, როდესაც ბრალდებული წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციაზე გასაყიდ ნარკოტიკს დებდა.
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის "კოკაინი", "მეტადონი", "სუბოტექსი", "ტრამადოლი" და "ექსტაზი".
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები წარსულში ნასამართლევები არიან.
