ტურზიმის სფეროში კარგი მონაცემები გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები 8.3%-ით გაიზარდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით.
„ტურიზმი არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგი და გარდა ამისა, ტურიზმი არის ერთ-ერთი გამოხატულება, როგორ მუშაობს ეკონომიკა და მოხარული ვართ, რომ ამ სფეროშიც გვაქვს დადებითი დინამიკა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
