ტყუილის ფაბრიკა დაიხურა, ეს არხი იყო ტყუილის, ღვარძლის, სტრესის და ნიჰილიზმის გამავრცელებელი - გოგავა


     დიდებული ამბავი! ტყუილის ფაბრიკა დაიხურა. იმედია, საბოლოოდ. კრიტიკული მედია სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რათა მთავრობა საზოგადოებისგან ზედამხედველობას მუდმივად გრძნობდეს, მაგრამ ეს არხი იყო ტყუილის, ღვარძლის, სტრესის და ნიჰილიზმის გამავრცელებელი. უსახელოდ დაიწყეს და ასევე უსახელოდ 0,032%-იანი რეიტინგით დაასრულეს" -ამის შესახებ, ექსპერტი ირაკლი გოგავა წერს.

    მისი თქმით, ობიექტური, კრიტიკული მედიის არსებობა საქართველოში აუცილებელია. 

    საზოგადოების საინფორმაციო უსაფრთხოება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედია. ჩვენთან ამ საკითხს ხელისუფლება ვერ არეგულირებს, სამწუხაროდ. ასეთი საინფორმაციო სპესცამსახურების მიერ შექმნილი სტრესული და ჭარბად ნეგატიური საინფორმაციო ველის გამო, ქვეყანაში შობადობა იკლებს, ხალხი ემიგრაციაში მიდის, რადგან ეს მავნებლები უთესავენ უიმედობას, სტრესავენ ხალხს და მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი, საერთო ჯამში, უარყოფითია. 

    ვისურვებდი მართლაც ობიექტური კრიტიკული მედია მომრავლებულიყოს საქართველოში. მოვუწონოთ ჯანდაბისკენ გზა მავნებლებს!"- წერს ირაკლი გოგავა.