თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მეორე ინსტანცია განიხილავს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეს, რომელზეც სააკაშვილს 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, თემურ ჯანაშიას კი 300 000 ლარიანი ჯარიმა აქვს დაკისრებული.
სხდომაზე ექსპრეზიდენტი კლინიკა "ვივამედიდან" ონლაინ ჩაერთო და პოლიტიკური განცხადება გააკეთა.
"ჩვენი ამოცანა დღეს არის, რომ ეს ბრძოლა გავაძლიეროთ. მე ტყუილად არ ჩამოვსულვარ, ტყუილად არ გადავდე თავი. ახლა, როცა ვხედავ გაერთიანებულ საქართველოს, შემიძლია ვთქვა, რომ ტყუილად არ ჩაუვლია იმ განწირულ სულისკვეთებას. სიტუაცია არის ძალიან მარტივი, მოქმედება, კიდევ ერთხელ მოქმედება, ძალიან მყარი რიგების შექმნა, ერთიანობა. გამარჯვება არის ხელის გაწვდენაზე", - აცხადებს სააკაშვილი.
