დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აქ ჩამოსული უკრაინელების სიღრმისეული შემოწმება, საეჭვო პირების გაძევება - ზაალ ანჯაფარიძე


     ,,კარგად დაიწყო მამუკა მდინარაძემ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლტოლვილად მყოფი უკრაინის მოქალაქეები, არაერთხელ ყოფილან შემჩნეული დესტრუქციულ ქმედებებში, ხოლო უკრაინის სპეცსამსახურებს გამოუყენებიათ საქართველოს ტერიტორია ტერაქტებისათვის, ვერიდებოდი ამ თემის აწევას, თუმცა  ვამახვილებდი ყურადღებას"- ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე წერს.

    მისი თქმით,  გონივრული ეჭვით საქართველოში ლტოლვილების სტატუსით ინფილტრირებულია უკრაინის სპეცსამსახურების აგენტურა, რომელთა მიზანი აქაური ხელისუფლების დამხობის ხელშეწყობაა. 

    ,,ეხლა რევერანსების დრო  წავიდა. ჩემი გონივრული ეჭვით საქართველოში ლტოლვილების სტატუსით ინფილტრირებულია უკრაინის სპეცსამსახურების აგენტურა. თუ რა მიზნებით, ვფიქრობ რთული მისახვედრი არაა. ზელენსკისთვის საძულველი აქაური ხელისუფლების დამხობაში ხელშეწყობა.

    შესაბამისად,  დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აქ ჩამოსული უკრაინელების სიღრმისეული შემოწმება, საეჭვო პირების გაძევება, ხოლო სამობილიზაციო ასაკის მამაკაცების ( აქ რომ გრიალებენ) უკრაინაში დეპორტაცია. ამით მაინც შევუვსებთ ჯარის დეფიციტს"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.