სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 3.4 პროცენტით. მათ შორის, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.7 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით; არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.7 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.6 პროცენტით; სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.6 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.0 პროცენტით.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსის წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტიანი შემცირება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.5 პროცენტიანი კლებით, რამაც -1.42 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 3.4 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 19.7 პროცენტიანი მატებით და სამშენებლო მასალების 0.8 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად 2.31 და 0.48 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 29.2 პროცენტით“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
წყარო: 1 ტვ

















