,,არჩევნები ძალიან მშვიდობიანად მიმდინარეობს" - დიდი ბრიტანეთის ელჩი


     საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ძალიან მშვიდობიანად მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა მარნეულში განაცხადა.

     ჯასტინ მაკკენზი სმიტი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი და საქართველოში ნიდერლანდების ელჩი იოჰანეს დაუმა საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით მარნეულში იმყოფებიან.

     „მე და ჩემი კოლეგები დიდი ინტერესით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოში. მოხარული ვართ მარნეულში ყოფნით. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაივლის. იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე.

     მე და ჩემი კოლეგები ვფიქრობთ, რომ ამ საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია, ქვეყანა გაერთიანდეს ეროვნული ინტერესების გარშემო. ახლა არჩევნები ძალიან მშვიდობიანად მიმდინარეობს", – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.

     საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно