,,ყელში ამოვიდა ეს თქვენი განსხვავებული აზრი," – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ლიეჟში განაცხადა.
„განსხვავებული აზრის გამო ჩავიდნენ ბიძინასთან. აქ მაინც დაგვალაპარაკეთ თავისუფლად, კაცო. ყელში ამოვიდა ეს თქვენი განსხვავებული აზრი. ეს პარტიული შეკრება არ არის, ეს არის პატრიოტების შეკრება", – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ლიეჟში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები იკრიბებიან, დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ემიგრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
