,,გამსახურდიას ისტორიულმა, გაბედულმა ნაბიჯმა გზა გაუხსნა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას"– პრეზიდენტი


     ქვეყენის პირველი პრეზიდენტის იუბილესთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიასა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

     სალომე ზურაბიშვილის თქმით, გამსახახურდიას ისტორიულმა, გაბედულმა ნაბიჯმა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას გზა გაუხსნა. 

     „განსაკუთრებით მინდა, როგორც საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, ეს დღე მივულოცო მის ოჯახს და მთელ საზოგადოებას. ამ დღეს 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი და ეს დღე, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი, შევიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რეფერენდუმის იდეა, ინიციატივაც და ორგანიზებაც სწორედ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. მისმა ისტორიულმა, გაბედულმა ნაბიჯმა გზა გაუხსნა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას. მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ერისთვის ეს დღე ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ თარიღს წარმოადგენს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

     ქვეყანა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს იხსენებს. დღეს ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეა. 

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно