,,თბილისში ზის ხელისუფლება, რომელმაც გადასცა რუსეთს ჩვენი მებრძოლების სიები''


     მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. 

     ექსპრეზიდენტმა ხელისუფლება, რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა, და დასძინა რომ ვიდრე ქვეყანას ივანიშვილი მართავს, მსგავსი უბედურებები კიდევ მოსალოდნელია.
 
     ,,არჩილ ტატუნაშვილმა გიორგი ანწუხელიძის მსგავსად უარი თქვა ოკუპანტებისთვის ქედის მოდრეკაზე. ვისაც მის წამებით მკვლელობაზე უნდა ეპასუხა, ივანიშვილმა ციხეში ჩასვა (რომა შამათავა და სხვები). თან თბილისში ზის ხელისუფლება, რომელმაც გადასცა რუსეთს ჩვენი მებრძოლების სიები და მთელი ეს პერიოდი წულუკიანი ლობირებს ჰააგის სასამართლოში საქართველოს ჯარისკაცების გამტყუნებას, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის თანამშრომელი ანა დოლიძე პირდაპირ რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა ამ საკითხში.

     ესაა უტყუარი ფაქტები და ამიტომ, სანამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს, ახალ დიდ უბედურებებს უნდა ველოდოთ.

     ჩემი გულწრფელი სამძიმარი საქართველოს ერთგული ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს''– წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно