დავით გარეჯის პრობლემების შემსწავლელ კომისიას ხელახლა დავამტკიცებთ – ბახტაძე


     „კომისიას ბოლო პერიოდის განმავლობაში რეალურად არ უმუშავია. აქედან გამომდინარე, განვაახლებთ კომისიას," - ეს განცხადება, პრემიერმა დავით გარეჯის პრობლემების შემსწავლელ კომისიასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.
 
      მამუკა ბახტაძის თქმით, ბოლო პერიოდში კომისიას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს და ამიტომ მის შემადგენლობას განაახლებენ.

     „მას დავამტკიცებთ ხელახლა. ეს მოხდება, სავარაუდოდ, უახლოესი მთავრობის სხდომაზე, მომდევნო კვირას და შემდეგომ ორი ქვეყნის კომისია გააგრძელებს დელიმიტაციის საკითხებზე საუბარს. ამ პერიოდის განმავლობაში კი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომელიც მანამდე არსებობდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ და ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები ამ საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენს მეგობრობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно