იენს სტოლტენბერგი „საერთაშორისო ბირთვული ძალების შეთანხმების“ შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს


     ნატო-ს გენერალური მდივანი „საერთაშორისო ბირთვული ძალების შეთანხმების" შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

     გამოცემა „ფრანკფურტერ ალემაინე ცაიტუნგ"-ში გამოქვეყნებულ საავტორო სვეტში, იენს სტოლტენბერგი მოსკოვს მოუწოდებს, ისარგებლოს „ბოლო შანსით" შეთანხმების გადასარჩენად. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, მთელი მსოფლიო ნაკლებად სტაბილური გახდება.

     ნატო-ს გენერალურმა მდივანმა რუსეთს არაერთხელ შესთავაზა გაენადგურებინა რაკეტა „ისკანდერ ემ"-ი, რაც შეთანხმების გადარჩენას შესაძლებელს გახდიდა.

     საშუალო და მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება აშშ-ის და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა, რომელიც ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების განადგურებას ითვალისწინებდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv