,,ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოსთვის უდიდესი ჭრილობაა"– მეუფე შიომ ტატუნაშვილების ოჯახს მიუსამძიმრა


     საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრემ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

     მეუფე შიომ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ტატუნაშვილის ცხედრის არ გადმოცემა დიდი ტრაგედია, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოსთვის უდიდესი ჭრილობაა. 

     „გადავეცით მისი უწმინდესობის სანუგეშო სიტყვები, დალოცვა, იმიტომ, რომ ვართ ძალიან შეშფოთებულები, რომ ამდენ ხანს გაჭიანურდა ცხედრის გადმოსვენება და ოჯახს არ ეძლევა საშუალება, რომ ქრისტიანულად დაკრძალოს და ეს, რა თქმა უნდა, ტრაგედია არის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმას, თუ რა არის უდიდესი ჭრილობა და იარა ჩვენი სახელმწიფოსთვის, რაც არის ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, ვლოცულობთ, რომ მოხდეს დაბრუნება ამ ოკუპირებული და დაპყრობილი ტერიტორიების" - განაცხადა მეუფე შიომ.

     
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно