11 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3 მილიარდს გადააჭარბა


    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან  მიღებულმა შემოსავალმა $3 051 424 548 შეადგინა. ზრდა +1.2% -ია, რაც 2018 წლის 11 თვის მაჩვენებელზე $ 35,4 მილიონით მეტია. 

     2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან $201 734 437 გაუტოლდა (ზრდა 5.6%), რაც $10,6 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

     ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I-II კვარტლის მონაცემებით  7.7%-ს შეადგენს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19.7%-ია. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/ekonomika/123333/11-tveshi-turizmidan-shemosavalma-3-miliards-gadaacharba